მთავარი



ჩემს მოსწავლეებთან ერთად დიდი სიამოვნებით შევუერთდი ქსელურ პროექტს "გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე",რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნა მშობლიური ქალაქის, სოფლისა და კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
        
პროექტის მიმდინარეობისას მოგვიწევს შემდეგი ეტაპების გავლა.
  • სკოლის გაცნობა;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის კვლევა;
  • მასალების გადარჩევა და გამოცანების შედგენა;
  • სკოლებში პროექტის დაცვა;
  • რეფლექსია; 

 
პროექტის სამუშაოს  დაწყებამდე ორგანიზატორმა მოგვაწოდა დამხმარე რესურსები:
1. 
მშობელთა თანხმობის წერილის; შაბლონი

2.
მშობლებისთვის მომზადებული პრეზენტაცია;

3.   
სასტარტო პრეზენტაცია.
     
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ   შეისწავლონ და  ასევე თავად შეადგინონ გამოცანები. ასევე გაეცნონ მის ისეთ სახეებს,  როგორიცაა:  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა..

 
აქვე გავუზიარე  ჩემს მიერ 2014 წელს შექმნილი კროსვორდი

Комментариев нет:

Отправить комментарий